ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც ბაკურიანში სრიალის დროს დაიღუპა – geonewest.com
ახალი ამბები

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც ბაკურიანში სრიალის დროს დაიღუპა

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე მომხდარ უბედური შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

უბედური შემთხვევა სრიალისას მოხდა, რა დროსაც ახალგზარდა მამაკაცი გარდაიცვალა.

35 წლამდე ასაკის კაცი მოზარდს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. ახალგაზრდა კაცი კი, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.

დაშავებული მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Back to top button