ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება – geonewest.com
ახალი ამბები

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება

ქობულეთში ცეცლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებსაც საცხოვრებელი სახლში შესასვლელი ეზო გადაკეტილი აქვთ. სამედიცინო ცენტრში კი კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

Back to top button