ახალი ამბები
ცნობილია კაცის ვინაობა, რომლის ცხედარიც ბოდბის მონასტრის მიმდებარედ იპოვეს
ბოდბის დედათა მონასტრის მიმდებარედ დღეს მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი გია მანჯაფარაშვილია, რომლის შესახებ ინფორმაციას ბოდბის დედათა მონასტერი ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გია მანჯაფარაშვილის გარდაცვალების გამო.
იგი ჩვენს მონასტერთან არსებულ ავტოსადგომზე მსახურობდა და მუდამ მხარში ედგა მონასტერს ყველანაირ საქმეში. დღესაც კი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, თოვლის გადახვეტაში მოგვეხმარა. მას გული აწუხებდა და, როგორც ჩანს, გულით გარდაიცვალა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი კეთილი სული!“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.