“არ დაგცალდა სტუდენტობა, ვერც მამა მოესწრო შენს წარმატებას” – ტრაგიკულად დაღუპულ მამა-შვილს ემოციურად ემშვიდობებიან
ტრაგედია დატრიალდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. მაშველებმა მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი მდინარიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ადგილზე სამძებრო- სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ადამიანი მდინარეში გადავარდა, ოთხი კი მის დასახმარებლად შევიდა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
თერჯოლაში მდინარეში 4 ადამიანი დაიხრჩო.
მათ შორის არიან ლიზი რობაქიძე და მისი მამა. ასევე ორი გოგონა, რომლებიც ჭიათურიდან სტუმრად იყვნენ ჩასულები. ელენე და ნინო ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.