მკურნალობის არამედიკამენტოზური გზები: თუ ცერა თითზე თითს დაიჭერთ, დიდ პრობლემას მოიხსნით – ეს ყველამ უნდა იცოდეს! – geonewest.com
საინტერესოჯანმრთელობა

მკურნალობის არამედიკამენტოზური გზები: თუ ცერა თითზე თითს დაიჭერთ, დიდ პრობლემას მოიხსნით – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

თუ თქვენ არ გიყვართ დიდი რაოდენობით წამლების მიღება, მაშინ თქვენთვის საინტერესო იქნება მეცნიერება, სახელწოდებით რეფლექოლოგია, რომელიც გვთავაზობს მკურნალობის არამედიკამენტურ გზებს. რეფლექსოლოგია წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის სპეციფიკურ ადგილებზე ხელით ზემოქმედებას.
რეფლექსოლოგები თვლიან, რომ ადამიანის ტერფებზე, ხელებსა და ყურებზე მდებარეობს წერტილების სისტემა, რომელიც მთლიანად ადამიანის ორგანიზმს ასახავს და, შესაბამისად, აღნიშნულ სისტემაზე ზემოქმედება იწვევს ფიზიოლოგიურ ეფექტს სხეულის შესაბამის ნაწილებში.
ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ ჩვენი სხეულის რომელი ორგანოა დაკავშირებული ხელების ამა თუ იმ ნაწილთან:

გული და ფილტვები უკავშირდება ცერა თითს. თუ ცერა თითს გავწელავთ და დავიმასაჟებთ, შეგვიძლია საკუთარი გულისცემაც შევამოწმოთ და სუნთქვაც გავიუმჯობესოთ.

კუჭი და მსხვილი ნაწლავი საჩვენებელ თითთან არის დაკავშირებული. თუ კუჭი გტკივათ ან გაუვალობა გაწუხებთ, დაიმასაჟეთ საჩვენებელი თითი 60 წამის მანძილზე.

სუნთქვის სისტემა, სისხლის მიმოქცევა, გული და წვრილი ნაწლავი შუა თითს უკავშირდება. მისი დამასაჟებისა და გაწელვის შემთხვევაში, მოგეხსნებათ თავბრუსხვევა, გულისრევა და უძილობა.

გუნება-განწყობა უსახელო თითს (არათითს) უკავშირდება. მისი დამასაჟებით ხასიათი გამოგიკეთდებათ, სტრესი შეგიმცირდებათ და მოდუნდებით.

თირკმლები, კისერი და თავი ნეკა თითს უავშირდება. თავის და კისრის ტკივილი და თირკმლების პრობლემები სწორედ ნეკა თითის დამასაჟებით შეგიმსუბუქდებათ.

Back to top button