“აღარ გვყავს ჩვენი ზუკა,განადგურებულები ვართ..” – ნახეთ 25 წლის ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად SANGU-ს სტუდენტი, ზუკა გოგიაშვილი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
„ჩემო სიხარულო, ჩემო თვალებციმციმავ! ჩემი მამიდაშვილი, ჩვენი ზუკა აღარაა. მიყვარხარ პატარავ! მამა, ხელის გულზე ატარეთ ჩვენი ოქროს ბიჭი მოდის!!!“ – წერს ოჯახის წევრი.
სამძიმრის წერილი ცოტა ხნის წინ წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმაც გაავრცელა:
„ვუსამძიმრებთ SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, ზუკა გოგიაშვილის ოჯახს. ზუკა იყო გამორჩეულად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი. ის სწავლის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში, სადაც სხვადასხვა წლებში იყო ვიცე პრეზიდენტი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი,“ – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
წყარო:anews. ge