“ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო… ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა… მკვდარი ვარ” – ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე – geonewest.com
საზოგადოება

“ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო… ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა… მკვდარი ვარ” – ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. 

65 წლის მსახიობი, სპორტსმენი, რეჟისორი და ყოფილი დეპუტატი, სამშობლოს, უკანასკნელად ახალი წლის დღეებში სტუმრობდა. როგორც მისი მეგობარი, მსახიობი ზაზა კოლელიშვილი “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, სოსო, სატელეფონო საუბრით, ერთგვარად დაემშვიდობა ნათლულის ოჯახს…

ზაზა კოლელიშვილი: ახალი წლის დღეებში ჩამოსული იყო საქართველოში, თვითონ დაგვირეკა მე და ჩემს მეუღლეს, ნათიას და თითქოს გამოგვემშვიდობა. ალბათ, არ უნდოდა იმ მდგომარეობაში გვენახა. როგორც მივხვდი, არ გვეჩვენა ისეთი. ჩემი ქალიშვილი, ნინო მისი ნათლულია, მოიკითხა. ნათიას ელაპარაკა… ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო… მაგრამ ისე გამოვიდა, რომ იმ ზარით დაგვემშვიდობა… როგორც ჩანს, გრძნობდა.

სოსოს ვაჟი გაფრინდა თურქეთში, რომ ხვალ ჩამოასვენოს საქართველოში. 

მკვდარი ვარ… სოსო აღარ არის. 

Back to top button