ახალი ამბები
სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს დაღუპული რობაქიძეების ოჯახის 4 წევრს დღეს დაკრძალავენ
სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს დაღუპული რობაქიძეების ოჯახის 4 წევრს დღეს დაკრძალავენ.ინფორმაციას სოციალურ ქსელში „შოთა სიხარულიძე-ემიგრანტების იმედი“ ავრცელებს. „გამოსვენება-დაკრძალვა 11 თებერვალს 14:00 საათზე, ბაღდათი სოფელი დიმი (დიმის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია).მთელი დარჩენილი სიცოცხლის სამუდამო ტკივილად გვექეცით დებო ძმებო დაიკოებო ჯოჯოხეთური ამბავი დატრიალდა ასეთი შიში უსუსურობა და უუნარობის სამუდამო დაღი მოურჩენელი ტკივილები დაუტოვეთ მთელს ბაღდათს, თქვენს წმინდა სულებს სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა საფლავის კარამდე ემახსოვრებით ყველას. მთელი ბაღდათის ტკივილი მტკივა. უფალო დაუმკვიდრე სასუფეველი ყველა გარდაცვლილს“ – წერს შოთო სიხარულიძე.