„სტუმრად მყოფმა პირმა ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით, მათ სახელზე რეგისტრირებული ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა“ – რა დეტალები ხდება ცნობილი რაჭაში მომხდარ დანაშაულზე? – geonewest.com
ახალი ამბები

„სტუმრად მყოფმა პირმა ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით, მათ სახელზე რეგისტრირებული ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა“ – რა დეტალები ხდება ცნობილი რაჭაში მომხდარ დანაშაულზე?

პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის და გამოძალვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას, 1941 წელს დაბადებულ ჯ.დ.-ს და მის მეუღლეს, ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა. დ.ნ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული დ.ნ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button