“არ მინდა შვილები სიმდიდრით დავტვირთო” – მილიონერმა გადაწყვიტა, რომ შვილებს არაფერი უანდერძოს – geonewest.com
საზოგადოება

“არ მინდა შვილები სიმდიდრით დავტვირთო” – მილიონერმა გადაწყვიტა, რომ შვილებს არაფერი უანდერძოს

ცნობილმა ინგლისელმა მილიონერმა დეივ ფიშვიკმა გადაწყვიტა, რომ შვილებს არ უანდერძოს თავისი მილიონები. მან დამოუკიდებლად დააგროვა ქონება და მიაჩნია, რომ შვილები არ უნდა დატვირთოს სიმდიდრით და თავისი ფული მათ უნდა უანდერძოს, ვისაც ის სჭირდება. 51 წლის ფიშვიკმა ფული მიკროავტობუსების ბიზნესში დააგროვა. 16 წლისამ მიატოვა სწავლა და მუშაობა დაიწყო ისე, რომ უმაღლესუ განათლება არ მიუღია. 2008 წელს დააარსა “დეივის ბანკი” და მას მერე 27 მლნ გირვანქა სტერლინგზე მეტი გასცა კრედიტების სახით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.

ფიშვიკს ორი შვილი ჰყავს – ქალიშვილი საქველმოქმედო ორგანიზაციებში მუშაობს და ცხოველებს უცავს, ვაჟი კი პოლიციელია. მამას შვილებთან შესანიშნავი ურტიერთობა აქვს, თუმცა არ სურს შვილები უსაქმურებად აქციოს, რომელთაც არ ექნებათ მიზნები და სურვილები. “ყველას უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ დილას რაღაცისთვის ადგეს. თავიდან სამი სამსახური მქონდა და არავითარი ქონება. მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ სამუშაო ეთიკა და ვფიქრობ, რომ დაუღალავი შრომა გზა არის წარმატებისკენ. ჩემი შვილები ამაში ყოველთვის არ მეთანხმებიან, მაგრამ კარგი შვილები არიან”.

დასასრულ მილიონერმა მოუწოდა ადამიანებს, დაკავდნენ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმეებით და ამაოდ არ გაფლანგონ ცხოვრება.

წყარო

Back to top button