
„პრაიმჰაუსის“ მონაწილე, ვიქტორია ბარბაქაძე კლინიკაში მოხვდა.
იგი ზამთრის კურორტზე იმყოფებოდა, სადაც ფეხი მოიტეხა. მას ოპერაციის გაკეთებაც კი დასჭირდა.
როგორც ვიქტორია ამბობს, მას ფეხში რკინას ჩაუსვამენ.
„ვიღებდი ჩემთვის ტიკ-ტოკს, რა დროსაც დამეცა დაქალი და მომტყდა ფეხი. გადამიყვანეს საავადმყოფოში. ახლა კარგად ვარ, ფეხი ცოტა დამძიმებული მაქვს. სავარაუდოდ, დღეს გამიკეთებენ ოპერაციას“,- ამბობს ვიქტორია ბარბაქაძე.