“ჩემო ციმციმა ვარსკვლავო, ამდენი სიხარულის შემდეგ ამხელა ტკივილი მომაყენე…”- რას წერენ გუშინ მდინარეში გადავარდნილ გოგონებზე?
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულებს შორის არიან საზანოში მცხოვრები მამა, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები. ცნობილია გახდა გოგონების ვინაობა, რომლებიც ჭიათურიდან სტუმრად იყვნენ. ელენე შუკაკიძისა და ნინო კენჭოშვილის შესახებ მათი მეგობრები და ახლობლები წერენ.
“როგორ დავიჯერო ჩემო დახატულო რომ აღარ ხარ”, – წერს ნინო კენჭოშვილის ახლობელი.
“თურმე რამხელა ტკივილი ყოფილხარ, ჩემო ციმციმა ვარსკვლავო. რამდენი მოგონება დამიტოვე მომენატრება ჩვენი ქუჩაში ბოლო ხმაზე სიცილი მთელი ქალაქის ყურადღებას რომ ვიქცევდით. ვისთან ერთად ვიჩხუბო და გადავეყარო შარს, ვის მოვუყვე ის ამბები. მარტო მოგონებები დამიტოვე, მაგრამ რად მინდა, შენ თუ არ მყავხარ გვერდით.
ამდენი სიხარულის შემდეგ ამხელა ტკივილი მომაყენე და კარგად იცი, რომ ამას ვერ შევეგუები. ყველაზე მეტად შენ მჭირდები, ჩემო ანგელოზო, ხშირად დაგელაპარაკები, მაგრამ პასუხებს ვერ მოვისმენ, შენ ხმას ვერ გავიგონებ აღარავინ მეტყვის, თათი შენ გარდა არავისთვის არ მითქვამს, პირველი შენ გამახსენდი”, – წერს სოციალურ ქსელში ელენე შუკაკიძის მეგობარი.