“თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს და ნამდვილად იმსახურებს ასეთს სახლს” – როგორი აგარაკი იყიდა გიორგი მამარდაშვილმა – geonewest.com
ახალი ამბები

“თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს და ნამდვილად იმსახურებს ასეთს სახლს” – როგორი აგარაკი იყიდა გიორგი მამარდაშვილმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამ – ნინიკო მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში გამომწერებს ძმის ახალი აგარაკი დაათვალიერებინა.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში მალევე გავრცელდა, ჩანს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სახლი, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დიზაინი და კომფორტი. აგარაკი გამორჩეულია სხვადასხვა ტიპის განათებით, დიდი აუზითა და სუფთა, გამწვანებული ეზოთი.

ვიდეოს ერთ-ერთ კადრში გიორგი მამარდაშვილი თავის პატარა შვილთან ერთად მოხვდა ობიექტივში, როგორც ჩანს, მეკარე თავისუფალ დროს აგარაკზე ოჯახურ გარემოში ატარებს.

წყარო: fortuna.ge

Back to top button