ახალი ამბები
ვინ ეხმარებოდა ცინდელიანს და დააკავებენ თუ არა მამამისსაც – 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის საქმის ახალი დეტალები
ილოს დასახლებაში, 22 წლის გოგო, ქეთი ჯავახიშვილი სასტიკად მოკლეს. გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოთო ცინდელიანია. როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს. მისი თქმით, მოკლულ გოგონას 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლისდროინდელია.
საქმეში დევს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მიმალვაში მყოფ ცინდელიანს, სავარაუდოდ კოდორის ხეობით გადაპარვა უნდოდა, ხოლო ამაში მამისი ეხმარებოდა. თუ დადასტურდა ზემოთ აღნიშნული ფაქტი, განსაჯელის სკამზე მამა-შვილი ცინდელიანები აღმოჩნდებიან.