
ხაშურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაბრუნდა.
„ქართლის ამბები“ საკრებულოს წევრ, ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით წერს, გამოძახებაზე მიმავალ ავტომანქანას საბურავი გაუსკდა, ხოლო მოსახვევში მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




