ახალი ამბები
“არაჩვეულებრივი ადამიანი გარდაიცვალა” – თელავის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
თელავის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლისა და არაჩვეულებრივი ადამიანის, გოგი წიქარაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი გოგი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მუნიციპალიტეტს და მის განვითარებას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ლევან ანდრიაშვილი
თელავის მუნიციპალიტეტის მერი”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.