(უცხოეთი) ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი – geonewest.com
ახალი ამბები

(უცხოეთი) ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი

ნეპალის დე­და­ქა­ლაქ კატ­მან­დუს მახ­ლობ­ლად ტყე­ში აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე, ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პო­ლი­ცია ავ­რცე­ლებს.

“შვე­ულმფრე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი­დან 57 კმ-ში მდე­ბა­რე ჰი­მა­ლა­ის ტყე­ში, კერ­ძოდ – ნუ­ვა­კო­ტის რა­ი­ონ­ში, ში­ვა­პუ­რის ეროვ­ნულ პარკში ჩა­მო­ვარ­და“, – გა­ნა­ცხა­და ოლ­ქის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ კრიშ­ნა პრა­სად ჰუ­მა­გენ­მა.

.

პო­ლი­ცი­ის სპი­კერ­მა დენ ბა­ჰა­დურ კარ­კიმ და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოთხი­ვე მგზავ­რი ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა, სამი მა­მა­კა­ცი და ერთი ქალი, ხოლო პი­ლო­ტი ნე­პა­ლე­ლი მა­მა­კა­ცი იყო.

მისი თქმით, ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რიდა­ი­ნა­ხა და დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს.

ნე­პა­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ­ტმფრენ­მა, რო­მე­ლიც კატ­მან­დუ­დან რა­სუ­ვას რა­ი­ონ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, აფ­რე­ნი­დან სამ წუთ­ში და­კარ­გა კავ­ში­რი და კონ­ტრო­ლი.

ბოლო 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­პალ­ში თვითმფრი­ნა­ვის ან ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად 360-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

Back to top button