“დედა-შვილი ემიგრაციაში იმყოფებოდნენ”- ახლახანს 21 წლის ქართველი ემიგრანტი დაიღუპა
ახლახანს 21 წლის ქართველი ემიგრანტი ბიჭი დაიღუპა – სამწუხარო ინფორმაციას ბლოგერი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
“გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი 21 წლის გიო ჯანელიძე საბერძნეთის ათენის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ… ორივე დედა შვილი ემიგრაციაში იმყოფებოდა.. მშობლიურ სამტრედიაში ასე უნდა ჩასულიყავი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო გიო. გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!
ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო… ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…
წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი დედა. სახლში შენს სურათებს, შენს დაცარიელებულ საწოლს უნდა ეალერსოს
რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა ემიგრანტ დედას რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა მყოლოდი, ჩემო სიცოცხლევ?
რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.
მეხის გავარდნას გავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი .
გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.
ცდილობენ გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი.
შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს.
თამილა მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო
ახლა საერთოდ ყველა გავიყინეთ სულ გიო გიო გიოოოო მეტი არაფერი გვესმოდან ჩვენი თამილასგან… ღმერთო სად ხარ??!!!!
კანი მეწვის შენს პატარებს რომ ვხედავ
თამილა ეს ის შემთხვევააა ვერაფრით გიშველი…
ვერაფრით დაგეხმარები..
ვერანაირად გიწვდი დახმარების ხელს
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ლაშა ჯანელიძეს ემიგრანტ დედას საბერძნეთში თამილა ბარბაქაძეს ოჯახსა და ახლობლებს ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ მთლიან ოჯახს.
სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად…. გიოს დედის სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ… ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს…ეს ყველა დედის ტკივილია, რა მნიშვნელობა აქვს, ემიგრანტია თუ არაემიგრანტი…შეიძლება კალთაში გიჯდეს შენი პირმშო და იქ მოაკითხოს ულმობელმა წამმა, მაგრამ ოჯახის და შვილების კეთილდღეობისათვის სამშობლოდან საზრვარგარეთ გადახვეწილი დედებისთვის ეს ტკივილი სხვა განზომილებაშია და სხვა საზომით იზომება… ქართველ ემიგრანტს ქ.ლ. თამილას ღმერთს ვთხოვთ, მოგმადლოს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ჭირთა თმენა, შენი გიოს სულის საოხად და დაუმკვიდროს სასუფეველი მას იქ, სადაც მართალნი განისვენებენ… კიდევ ერთხელ გიცხადებთ უდიდეს თანაგრძნობას“, ” შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ” )
((((((((ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო…ზეცაში ხარ ანგელოზო.. ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს… იცოხლოს… მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო”
დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო თითქოს შეიშალა დღეს სამყარო….)))))))))”