“ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა,ემიგრანტი დედ-მამა რანაირად უნდა ანუგეშო..” – ნახეთ 21 წლის ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
იტალიაში, ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა. გიორგი ჯანელიძე საბერძნეთიდან „მოჩვენებათა ქალაქს“ სტუმრობდა, რა დროსაც, ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა.
„ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს, ის ემიგრანტი დედა და ემიგრანტი მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო…
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ…. ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს,
არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი ემიგრანტ დედას და ემიგრანტ მამას… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის… გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები გიო შენი ემიგრანტი დედისთვის?გლოვობს ჩემი სამტრედია…
ასეთი ახალგაზრდა, მუდამ 21 წლის იქნები. დაგვიტოვე უდიდესი ტკივილი. სამძიმარს გიცხადებთ ლაშა ჯანელიძეს და თამილა ბარბაქაძეს. ღმერთმა გაგაძლიეროთ, ამ მძიმე დროს სიტყვები უძლურია….“- წერს შოთო სიხარულიძე.