ახალი ამბები
“ტრაქტორმა შარვლით ჩაითრია, ფეხი მოაჭრა, მთავარი არტერია გადაუჭრა და ადგილზე მოკლა…“ – გორში მომხდარი უმძიმესი ამბის დეტალები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში 46 წლის მამაკაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი გოგა კასრაძეა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
როგორც „პალიტრავიდეოს“ გარდაცვლილის ახლობელი უყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი მიწას ამუშავებდა.
„ყველანი შოკში ვართ, გავადგურდით, ტრაქტორმა შარვლით ჩაითრია, ფეხი მოაჭრა, მთავარი არტერია გადაუჭრა და ადგილზე მოკლა.
სანამ ტრაქტორი არ ჩაქრა, ადგილზე იბუქსავა, ძალიან დაზიანებული იყო, მთელი არაფერი ჰქონდა საცოდავს“, – ამბობს ახლობელი.
წყარო: palitravideo .ge