ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!
ეს მცენარეული წამალი ნივრისა და წითელი ღვინის სასარგებლო თვისებებს აერთიანებს. ნაზავი მკურნალობს უამრავ დაავადებას, ასუფთავებს სისხლს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმიდან გამოდევნის ქოლესტერინის ჭარბ რაოდენობასა და მარილს, აუმჯობესებს სისხლძარღვთა სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსებისა და ინფექციების მიმართ. მისი ანტიბიოტიკური თვისებები, ორგანიზმს გაციებისა და ვირუსებისაგან იცავს.
ნიორი შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, რკინას, ფოსფორს,
მაგნიუმს, იოდს, თუთიას, ვიტამინებს C, B, D, P, გოგირდოვან ნაერთებს.
ნიორი კლავს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ბაქტერიებს. იგი ამცირებს ტრიგლიცერიდებს ღვიძლში, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ნივრის საშუალებით სისხლში ქოლესტერინის დონე მცირდება. ნიორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გულის შეტევების და პარალიზის დროს. დიდი რაოდენობით შეიცავს სელენს. კვლევებმა აჩვენა, რომ მისი კიბოს უჯრედების საწინააღმდეგოდ გამოყენება, საკმაოდ ეფექტურია. რაც შეეხება ღვინოს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წითელი ღვინო მდიდარია ფლავონოიდებით, ნივთიერებებით, რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. წითელ ღვინოს ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ის ეხმარება ორგანიზმს ალერგიებთან, ვირუსებთან და კანცეროგენებთან ბრძოლაში. წითელ ღვინოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები, ორგანიზმს კიბოსა და კარდიოვასკულარული დაავადებებისგან იცავს.
ნაზავის მოსამზადებლად საჭიროა:12 კბილი ნიორი;1/2 მაღალი ხარისხის ღვინო
კარგად გაასუფთავეთ ნიორი, მინის ქილაში ჩაასხით წითელი ღვინო და შემდეგ ნიორი ჩაყარეთ. გირჩევთ, არ გამოიყენოთ ჩინური ნიორი, რომელიც სუპერპარკეტებში იყიდება, მხოლოდ ბაზარში ნაყიდი გამოიყენეთ. ჩინური ნიორი დიდი რაოდენობით შეიცავს დარიშხანს, რაც პროდუქტს სამკურნალო თვისებებს უკარგავს. შეგიძლიათ ნიორი ოდნავ ჩაჭრათ შუაზე, ეს მის ეფექტურობას უფრო გაზრდის. დაახურეთ ნაზავს და 2 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას შეინახეთ. ამ დროის განმავლობაში, დღეში 2-3 ჯერ შეანჯღრიეთ, რომ ნივთიერებები ადვილად შეერიოს ერთმანეთს. შემდეგ გაფილტრეთ სითხე და გაუმჭირვალე კონტეინერში შეინახეთ. მიიღეთ დღეში 2 ჩ/კ, 1 თვის განმავლობაში. წელიწადში სულ ამგვარი 2 კურსის გაკეთება შეგიძლიათ.