ნუცა ბუზალაძის ძმა მანქანის გასაყიდად იყო წასული, უცებ მისი კვალი გაქრა… – რა ახალი დეტალები გაირკვა მოულოდნელი ტრაგედიის შესახებ?
მომღერალ ნუცა ბუზალაძის ნახევარძმა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს. რა მოხდა ზუსტად, არავინ იცის, თუმცა ცნობილია ის, რომ 40 წლის დათო ბუზალაძე 11 მარტს გაუჩნარდა და ამის შემდეგ მისი ძებნა დაიწყეს.
“იძებნება დათო ბუზალაძე, 40 წლის. ცხოვრობს ფილადელფიაში. დაკარგულია ასევე მისის მანქანა, შავი toyota Tundra, 11 მარტის მერე არავისთან უკონტაქტია.თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ მომწეროთ” – ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა ფეისბუქის ჯგუფში “ქართველები ფილადელფიაში.
როგორც ამავე პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ბუზალაძე მანქანის გასაყიდად იყო წავიდა და ამის შემდეგ აღარავის შეხმიანებია. ბოლოს ბენსალემში შენიშნეს და აქედან მისი კვალი გაქრა. გუშინ მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
დათო ბუზალაძე ნუცას ნახევარძმა იყო, მათ საერთო მამა ჰყავდათ. დათოს დედა კი ბერძენი იყო.