
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ტრაგიკულად დაიღუპა მათი თანამებრძოლის ზაალ ლატარიას ქალიშვილი, 26 წლის ლანა ლატარია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა.
ლანა სეფსისით გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, 26 წლის ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“ორსულად იყო, მოიწამლა და სეფსისით გარდაიცვალა… მედიკამენტის მიღების შემდეგ სეფსისი განუვითარდა… დედა გერმანიაშია ემიგრანტია, მამა ჯერ არ ჩამოსულა ქვეყანაში,”
როგორც გიორგი ფარცვანია წერს, მამას შვილის დაკრძალვაზე საქართველოში დაბრუნება სურს.”ჩვენი თანამებრძოლის, ზაალ ლატარიას ოჯახს თავს დაატყდა უდიდესი ტრაგედია – გარდაიცვალა მისი ქალიშვილი, ლანა ლატარია. ვუსამძიმრებთ ზაალს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ აუნაზღაურებელ დანაკლისს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება არ მიმართავს პროვოკაციას, გამოიჩენს ელემენტარულ ადამიანობას და მამას, რომელიც უკრაინიდან შვილის დასატირად ბრუნდება, საზღვარზე შემოუშვებს ყოველგვარი დაბრკოლებისა თუ ექსცესების გარე,” – წერს გიორგი ფარცვანია.
ტრაგედიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს გიორგი მუმლაძეც. “საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ომის მონაწილეს, ამჟამად კი უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატარიას გარდაეცვალა ქალიშვილი ლანა ლატარია
ვუსამძიმრებთ ზაალს და მის ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედია
იმედია, რომ საქართველოში დაბრუნებისას, ზაალის მიმართ ადგილი არ ექნება არანაირ პროვოკაციას და შვილმკვდარი მამა უპრობლემოდ გადმოკვეთს საზღვარს, რათა დაიტიროს საკუთარი შვილი “, – წერს მუმლაძე სოციალურ ქსელში.



