„ეს ნამდვილად დაუჯერებელი იყო…“ – თიკა ფაცაცია მიმართვას ავრცელებს – geonewest.com
საზოგადოება

„ეს ნამდვილად დაუჯერებელი იყო…“ – თიკა ფაცაცია მიმართვას ავრცელებს

„რუსთავი 2-ის“ მეგაპროექტი „გვაჩვენე შენი ხმა“, რომელიც საერთაშორისო წარმატებული შოუების ანალოგია და მილიონობით მაყურებელი ჰყავს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში რეიტინგების სათავეშია.გუშინ, 5 დეკემბერს, გადაცემა ეთერში არ გასულა. პროექტის წამყვანი თიკა ფაცაცია ერთგულ მაყურებელს მიმართავს:„პირველ რიგში, უდიდესი მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რომ ასე ძალიან გყვარებივართ. ხომ ვიცოდით, რომ გვიყურებთ, ძალიან გველოდებით, ჩართულები ხართ და ძალიან ჩვენები ხართ, მაგრამ ასეთსაც არ ველოდით, ეს ნამდვილად დაუჯერებელი იყო, თქვენი გამოხმაურება, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გავიდა ამ სამშაბათს „გვაჩვენე შენი ხმა“. არ გვინდოდა, თქვენი ყურადღება ჩვენი მხრიდან უყურადღებობით გამოგვეხატა. გამონაკლისის სახით ამ სამშაბათს არ გავიდა „გვაჩვენე შენი ხმა“, მაგრამ ამას ჩვენ ავანაზღაურებთ კუბში, სამმაგად და ათმაგად“, – ამბობს თიკა ფაცაცია.

Back to top button