სცემეს, ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ვიდეო გადაუღეს და მანქანის გადაფორმება აიძულეს – უმძიმესი დანაშაული ციხისძირში (ვიდეო)
ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს.
„კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ ციხისძირში ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვა. მამაკაცმა ზეწოლას ვერ გაუძლო და დამნაშავეების მოთხოვნას დათანხმდა. დაზარალებულს დამამცირებელ მდგომარეობაში ვიდეოები და ფოტოები გადაუღეს, რის შემდეგაც, ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრნენ, თუ მსხვერპლი მის კუთვნილ ძვირად ღირებულ ავტომობილს მოძალადეებს არ გადაუფორმებდა.
გამოძალვისა და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უმძიმესი დანაშაულის ექსკლუზიური დეტალები ნახეთ „კურიერის“ სიუჟეტში: