“დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს… მერამდენე ახალგაზრდა დავკარგეთ” – ცნობილია, სად მიაკვლიეს 17 წლის ბიჭს, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ – geonewest.com
ახალი ამბები

“დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს… მერამდენე ახალგაზრდა დავკარგეთ” – ცნობილია, სად მიაკვლიეს 17 წლის ბიჭს, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს. მას იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.
ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი 17 წლის ვეფხვია გაბაიძეა.

მას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან:

“ასე არ უნდა გვეპოვეეე😭💔💔💔
ამაზე არ გამიფიქრიააა😭💔💔💔
ცოცხალი უნდა ყოფილიყავიი😭💔💔💔”
“მამიკოს ეკითხებოდა ყოველთვის ყველაზე მეტად ვინ გიყვარსო პატარა რომ იყო და არ სწყდებოდა მამიკო ეუბნებოდა შენ მიყვარხარო, თურმე მართლა შენ ჰყვარებიხარ ყველაზე მეტად რომ ასე მალე წაგიყვანა თავისთან” – წერს სოციალურ ქსელში ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის და სოციალურ ქსელში.
“გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა”💔 შენ ამას ნამდვილად არ იმსახურებდი!😶

მშვიდად განისვენე ჩვენო ღიმილის ბიჭო!💔
მუდამ შენი მეგობრების გულებში იქნები!🖤🙏🏻” – წერს მეგობარი
წყარო: mix. metronome. ge

Back to top button