ახალი ამბები
ჯერ მანქანა დააჯახა საკუთარ დას შემდეგ კი სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა… – ძმამ 22 წლის და წამებით მოკლა
გარდაბანში საზარელი მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმამ 22 წლის და მოკლა.
გავრცელებული ვერსიით, ის ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი, სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის განძრახ მკვლელობას გულისხმობს.