ახალი ამბები
“მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი”– რას ამბობს აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი?
„მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი”– ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე “რადიო თავისუფლებასთან” საუბრობს.
“ჩემ გვერდით მწვანე ან ყვითელ ქურთუკში ჩაცმული ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. მას გამოვესარჩლე და გადმოვიდნენ ჩემზე. მაშინვე შემაგდეს იმ კორდონში. იქით მხარეს არის ზიზღი. თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი“, – ამბობს რჩეულიშვილი.
მისი თქმით, სპეცრაზმელებს სრულად ჰქონდათ დაფარული სახეები და მათი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
შეგახსენებთ, გუკა რჩეულიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე 13 მაისს, დილით ადრე დააკავეს. სპეცრაზმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
წყარო: mix. metronome. ge