ტრაგედია დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე: ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7 – დაშავდა, მანქანა დაიწვა – სად მოხდა საშინელება? – geonewest.com
ახალი ამბები

ტრაგედია დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე: ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7 – დაშავდა, მანქანა დაიწვა – სად მოხდა საშინელება?

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 7 ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი

Back to top button