ახალი ამბები
“როგორ გავუძლო ამ ტკივილს…” – სენაკში მოკლულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან
სამეგრელოში სისხლიანი გარჩევა 25 წლის თორნიკე გოგიას მკვლელობით დასრულდა. სენაკში, გორის ქუჩაზე გოგიებს საკუთარ სახლში თავს დანით შეიარაღებული პირები გვიან ღამით დაესხნენ. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც.
მოკლული ახალგაზრდა, ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. დაჭრილები კი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:
“ჩემო სიცოცხლე ბიჭო, ჩემო თბილო, ჩემო იმედიანო 😭😭😭😭😭 ისედაც სულ მენატრებოდი, ეხლა სად გეძებო 😭😭😭😭 როგორ მიყვარხარ თოკო, როგორ მიყვარხარ!!! როგორ გავუძლო ამ ტკივილს ჩემო გამორჩეულო, ჩემო ანგელოზო”