
🔻💬 „მერაბ დვალიშვილი ჩემთვის ძმასავითაა. მასზე თავდასხმის ამ ვიდეოს ნახვისას ცუდად გავხდი. მერაბი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე და გვერდში მდგომი მეგობარია, ვინც კი ოდესმე მყოლია. ამ ლაჩრებმა პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც ჩაიდინეს. წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, როცა ტელეფონები უკვე ჩართული ჰქონდათ და იღებდნენ… ვიმედოვნებ, რომ UFC უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს სამუდამოდ აუკრძალავს ორგანიზაციის ტერიტორიაზე ფეხის შედგმას. მან გალიაში გადახტომის შემდეგ სონგ იადონგისთვის იდაყვის ჩარტყმაც სცადა… მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გვარი აქვს, სხვებზე მაღლა არ აყენებს.“ -წერს ცნობილი ინფლუენსერი, ნინა დრამა სოციალურ ქსელში.
🔻 გუშინ აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი მის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს.




