
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. “ინფო რუსთავის” ცნობით, სანაპიროს ქუჩაზე, ერთმანეთს “ჰონდას” და “ფორდის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად 4 ქალი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 112-ის ყველა ეკიპაჟი. პაციენტები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ინფო რუსთავი




