ახალი ამბები
მამამ შვილი სანადირო თოფიდან დაჭრა, სად მოხდა შემთხვევა?
მარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა 30 წლამდე შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.