წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს – geonewest.com
ახალი ამბები

წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).” – წერია სააგენტოს ინფორმაციაში.

Back to top button