ახალი ამბები
“მოგვიწევს ლოდინი” _ მეტეოროლოგის სერიოზული გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე შაბათ-კვირას მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„შაბათ – კვირას ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი წვიმის, ელჭექისა და სეტყვის რისკით.ამინდის პირობები საკმაოდ არასტაბილური რჩება და მიზეზი უნდა ვეძებოთ ღრმა დაბალი წნევის ზონაში, რომელიც დროდადრო აგრძელებს გრილი და არასტაბილური ნალექებით სავსე მეტეო პირობების ჩამოყალიბებას. მაისის ბოლო უქმეებზეც ასე იქნება.
ამ გადასახედიდან ალბათ, მოგვიწევს ლოდინი შემდეგ კვირამდე, როდესაც აფრიკული ანტიციკლონი შეეცდება საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის მოპოვებას. გისურვებთ მშვიდობიან დღეებს.“ – წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.