ახალი ამბები

როგორ და სად იპოვეს დანგრეულ კორპუსში 3 წლის თაია – „თავიდან ფეხს ამოძ­რა­ვებ­და, მაგრამ შემდეგ შე­წყვი­ტა, პირ­ზე გა­დაკ­რუ­ლი ჰქონ­და ცე­ლო­ფა­ნი…“

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი ბექა და­უ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, 3 წლის თა­ი­ას სას­წა­უ­ლებ­რივ გა­დარ­ჩე­ნას იხ­სე­ნებს.

რო­გორც გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში“ და­უ­დაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, მცი­რე­წლო­ვანს პირ­ზე ცე­ლო­ფა­ნი ჰქონ­და გა­დაკ­რუ­ლი და ცხვი­რით ახერ­ხებ­და სუნ­თქვას.

“თაია პირ­ველ სარ­თულ­ზე, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ იყო მო­ყო­ლი­ლი სა­ვარ­ძელ­სა და კე­დელს შო­რის, ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

რო­დე­საც ვი­პო­ვეთ მარ­ტო ფეხს ამოძ­რა­ვებ­და. შემ­დეგ ამ ფე­ხის მოძ­რა­ო­ბა, რა­ღაც ეტაპ­ზე შე­წყვი­ტა. თა­ვი­დან ვერ გა­მო­დი­ო­და კონ­ტაქ­ტზე, ვერ ახერ­ხებ­და სა­უ­ბარს. არ გა­მო­დი­ო­და კონ­ტაქ­ტზე სა­ნამ უშუ­ა­ლოდ არ შე­ვაღ­წი­ეთ და არ გა­მო­ვუ­ჩი­ნეთ სახე. პირ­ზე გა­დაკ­რუ­ლი ჰქონ­და ცე­ლო­ფა­ნი და ცხვი­რით ახერ­ხებ­და სუნ­თქვას.

ძა­ლი­ან დიდი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ იყო, ხე მა­სა­ლა და ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბი იყო მის თავ­ზე. რო­დე­საც სა­სუნ­თქი გზე­ბი გა­ვუ­თა­ვი­სუფ­ლეთ, ერთი წა­მო­ი­ტი­რა და შემ­დეგ დამ­შვიდ­და. რა­საც ვე­უბ­ნე­ბო­დით, აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს. ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებ­და, ჩვენც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით.

ვამ­ხნე­ვებ­დით. თმის სა­მაგ­რი ეჭი­რა ხელ­ში. მშვი­დად იყო, დიდი ადა­მი­ა­ნი­ვით იქ­ცე­ო­და,“ – იხ­სე­ნებს მაშ­ვე­ლი.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button