
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას, კორპუსში აფეთქებას და ამით გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია ფაქტობრივად, დასრულებულია.”სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია – ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში”, – ახადებს თამაზაშვილი.
მინისტრმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილი 7 წლის გოგონა 3 წლის თაიას დაა, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს. აღსანიშნავია, რომ ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს ასევე, გადარჩენილი მცირეწლოვნის დედაც.
მინისტრის თქმით, დაშავებული ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.
ვინ არიან გარდაცვლილები?ნინო ჭელიძე და მისი შვიდი წლის შვილი, ნუციკო ფხალაძე – ნინო ტრაგედიას გადარჩენილი სამი წლის თაიას დედაა. ის ხუთი შვილის დედა იყო. არსებული ინფორმაციით, სამი შვილი სკოლაში გაუშვა, მეუღლე სამსახურში იყო, აფეთქებისას ნინო, ნუციკო და თაია იყვნენ სახლში. განაგრძეთ კითხვა




