
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა შვილებთან ერთად დუშეთში ცხოვრობენ. სტატიის მიხედვით, წყვილი სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და ქალაქისგან მოშორებით ცხოვრება ურჩევნია.
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი 2014 წლის 10 სექტემბერს დაქორწინდნენ. მათ ორი ვაჟი ჰყავთ — თემო და თომა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ყვითელ პრესაში რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა ინფორმაცია წყვილის ოჯახის დანგრევის შესახებ. ამ საკითხზე მაკა ჩიჩუამ გადაცემაში „სარკასტიკა“ ისაუბრა.
მისი ზუსტი ციტატაა:
„არ არის რადიკალური ცვლილებები, ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას არ დაგიდასტურებთ“, — ამბობს მაკა ჩიჩუა.
საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა 1971 წლის 31 მარტს, ქალაქ თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სხვადასხვა წლებში საქმიანობდა სამოდელო, მუსიკალურ, სატელევიზიო სფეროებსა და კინოინდუსტრიაში. გადაღებულია რამდენიმე მუსიკალურ რგოლსა და მხატვრულ ფილმში.
2000 წლიდან თანამშრომლობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებთან (“მზე”, “მეცხრე არხი”, “პიკი”, “ტვ-3”), მუშაობდა ტელეწამყვანის, ვიზუალური ჯგუფის ხელმძღვანელის, არტდირექტორის პოზიციებზე.
2015 წელს მხატვრულად გააფორმა ახალგაზრდული ლიტერატურული ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულის წიგნი.
როგორც ცნობილია, მაკა ჩიჩუამ და გიორგი მარგველაშვილმა ერთმანეთი შვილების დახმარებით გაიცნეს. ერთად 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2014 წელს იქორწინეს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს.
მაკა ჩიჩუა მონაწილეობს ფილმებში: “გაიღიმეთ,” “დღე,” “ტრასა”, “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”, “აღდგომის ბატკანი.



