ახალი ამბები
ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – სად მოხდა ავარია, რომლის დროსაც მგზავრები დაშავდნენ?
რუსთავში, ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ჰონდასა” და “ოპელის” მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, რომელთაც დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ინფო რუსთავი