ცნობილია ახალგაზრდრხა გოგოს ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიღუპა
კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი დღეს იპოვეს. თსუ-ს სტუდენტი, ელიზავეტა ხოშტარიაა.
„ტკივილი და დანაკარგი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, უნივერსიტეტისთვის – ელიზავეტა ხოშტარია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი.
ორდღიანი ძებნის შემდეგ ჩვენი სტუდენტის დაღუპვის ფაქტი სამწუხაროდ დადასტურდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ამ დიდი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
ცნობისთვის, მაშველებმა სამძებრო სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყეს, როდესაც უწყებაში 30 წლამდე ქალისა და მამაკაცის ზღვაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა საჩინო მაკარიძეა. როგორც ცნობილი ხდება, ის დასთან და სტუმარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ზღვაზე. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა საჩინო გოგონას დახმარებას ცდილობდა, რომელმაც, სავარაუდოდ, ცურვა არ იცოდა.