ახალი ამბები

“ორ ბავშვს იმდენად ძლიერად დაარტყა დენმა, ერთმანეთს მიეკვრნენო, მასწავლებელმა ძლივს გამოგლიჯა” – რას ჰყვებიან მშობლები საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტზე?

თბი­ლი­სის N109 სა­ბავ­შვო ბა­ღის ერთ-ერთი აღ­საზ­რდე­ლის მშო­ბე­ლი, მანო გი­ორ­ბე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­ბავ­შვო ბაღ­ში ბავ­შვებს დენ­მა და­არ­ტყა.

მომხდარს მეორე მშობელიც გვიდასტურებს.

მომ­ხდარს AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს ბა­ღის დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა კო­ბე­ჩაშ­ვი­ლი. “დიახ, მოხ­და მცი­რე ინ­ცი­დენ­ტი. მო­ა­ჯი­რის სა­ხე­ლურ­ზე გა­და­ვი­და დენი. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა მხრივ უსაფრ­თხო გა­რე­მოა ბაღ­ში”, – გვი­თხრა მან.

რო­გორც ბაღ­ში აცხა­დე­ბენ, ბავ­შვე­ბი ჯან­მრთე­ლად არი­ან. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა.

Back to top button