
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი მაღლივი კორპუსის პირველ სართულზე შევარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის შედეგად კორპუსის კედელი დაზიანდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. სხვა დეტალები მომხდარის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.



