ახალი ამბები
შშმ ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუ@ატიურეს – სად მოხდა შემზარავი შემთხვევა.
ქედის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს 35 წლის ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა, შესაბამისად მისი დახმარება ვერავინ შეძლო
ადგილობრივების ინფორმაციით, 24 წლის, კაცი სოფელში დასასვენებლად, ნათესავთან იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.