ახალი ამბები

გაირკვა მიზეზი რატომ დაჭრა წუხელ ახალგაზრდა კაცმა სკოლის მოსწავლე – დანა ხუთჯერ დაარტყა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია…

თბი­ლის­ში მე­ზო­ბელ­მა 15 წლის მო­ზარ­დი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. შემ­თხვე­ვა ღა­მით ვაშ­ლი­ჯვარ­ში, კვან­ტა­ლი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად, არას­რულ­წლო­ვანს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

“ტვ პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი 26 წლის მა­მა­კა­ცია. ის ქუ­ჩა­ში მყო­ფი მო­ზარ­დე­ბის ხმა­ურ­მა შე­ა­წუ­ხა, მათ ჯერ სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი სახ­ლი­დან დანა გა­მო­ი­ტა­ნა და სკო­ლის მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც იქ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხუთ­ჯერ და­არ­ტყა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მო­ზარდს მთე­ლი სხე­უ­ლი ცივი ია­რა­ღით აქვს და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა და ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

წყარო: resonancedaily .com

Back to top button