ახალი ამბები

ძმა დასთან მივიდა სტუმრად და… აფეთქებას შეეწირა, დამ 3 წუთით გამოასწრო – როგორ დატრიალდა ტრაგედია?

აფრიკის დასახლებაში, ლუკა რაზიკაშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული შუახნის მამაკაცია – ის დასთან სტუმრად იმყოფებოდა. 

ადგილობრივების თქმით, სახლში, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან ცეცლი ორ 10-ლიტრიან ბენზინის “კანისტრაზე” გადავიდა, რამაც  ხანძარი და შემდეგ აფეთქება გამოიწვია. დამ აფეთქებას სამი წუთით გამოასწრო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 

“როგორც ამბობენ ორი ცალი 10-ლიტრიანი ბენზინი ჰქონდათ. მე რომ გადავიხედე, ფანჯრებიდანაც ძლიერი ცეცხლი გამოდიოდა. ეტყობა სახლში რაღაცა აფეთქდა. შეიძლება შეშის ღუმელიდან გადავიდა იატაკზე, არ ვიცი. დაღუპულია ძმა და სტუმრად იყო აქ. და სახლიდან სამი წუთის გამოსული ყოფილა. მთელი სახლი დამწვარია”, – განუცხადა “ტვ პირველს” ადგილობრივმა.

წყარო: .resonancedaily. com

Back to top button