ახალი ამბები

მანქანა 14 წლის მოზარდს დაეჯახა – სად მოხდა შემთხვევა და როგორია სკოლის მოსწავლის მდგომარეობა?

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახელებაში, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი 14 წლის მოზარდს დაეჯახა.

ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც “ინფო იმერეთთან” ადგილობრივებმა განაცხადეს, ხშირია შემთხვევები, როდესაც ზებრა გადასასვლელზე ავტომობილების მძღოლები ქვეითებს არ უთმობენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.

“ინფო იმერეთი”

Back to top button