კოლაფსი გარდაუვალია – მეცნიერთა უახლესი აღმოჩენა, რომელიც დედამიწაზე სიტუაციას რადიკალურად ცვლის – geonewest.com
სხვა

კოლაფსი გარდაუვალია – მეცნიერთა უახლესი აღმოჩენა, რომელიც დედამიწაზე სიტუაციას რადიკალურად ცვლის

დასავლეთ ანტარქტიდის შელფურ მყინვართა დნობა მომდევნო ათწლეულებში მაინც აჩქარდება იმის მიუხედავად, თუკი გლობალური დათბობის შეზღუდვის ამბიციურ გეგმას შევასრულებთ; ეს ყველაფერი კი ზღვის დონის აწევას გამოიწვევს. ამის შესახებ კიდევ ერთი ახალი კვლევა იუწყება.

დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომელიც მთელ სახეობებს სამუდამოდ სპობს — მეცნიერები გვაფრთხილებენ #1tvმეცნიერება

მსგავსი: დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომელიც მთელ სახეობებს სამუდამოდ სპობს — მეცნიერები გვაფრთხილებენ #1tvმეცნიერება

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანებმა გათხელებული შელფური მყინვარების ბედის კონტროლი დაკარგეს; ეს გახლავთ ყინულის კლდეები, რომლებიც ძირითად შელფურ მყინვართა კიდეებთან ცურავენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მათ სტაბილიზაციაში, რადგან მყინვარების ოკეანეში ჩადინებას აკავებენ.

ამ რეგიონში ბოლო ათწლეულებში ყინულის დნობა სულ უფრო სწრაფდება და როგორც მეცნიერები აცხადებენ, დასავლეთ ანტარქტიდის ვრცელი შელფური მყინვარი, რომლის გადნობის შემთხვევაშიც, ოკეანის დონე რამდენიმე მეტრით მაღლა აიწევს. მათივე თქმით, ყინულის ეს შელფი „გარდამტეხ წერტილს“ უახლოვდება.

ახალ კვლევაში, მკვლევრებმა კომპიუტერული მოდელის გამოყენებით დაადგინეს, რომ უახლოეს ათწლეულებში, ოკეანის გათბობის გამო, ყინულის შელფის დნობის აჩქარება გარდაუვალია.

მოდელირების შედეგები დიდწილად ერთნაირი იყო იმ სცენარშიც კი, რომელშიც სათბურის აირების გამოყოფა შემცირებულია და დათბობა ჯდება პარიზის შეთანხმების საზღვრებში, ანუ გლობალური საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიამდელი პერიოდის მაჩვენებელს 1,5 გრადუსით არ აჭარბებს.

„როგორც ჩანს, 21-ე საუკუნეში დასავლეთ ანტარქტიდის შელფური მყინვარის დნობაზე კონტროლი დავკარგეთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ანტარქტიკის პროგრამის მეცნიერი კეტლინ ნაუტენი.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება მილიარდამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს — #1tvმეცნიერება

მსგავსი: მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება მილიარდამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს — #1tvმეცნიერება

კვლევა ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა და სწავლობდა ამუნდსენის ზღვაში შეტივტივებული შელფური მყინვარების ქვეშიდან დნობას ოკეანის წყლის მიერ.

აღმოჩნდა, რომ საუკეთესო სცენარებშიც კი, ოკეანის გათბობა 21-ე საუკუნეში დაახლოებით სამჯერ ასწრაფდა, ვიდრე ეს მაჩვენებელი მე-20 საუკუნეში იყო.

„ჩვენი სიმულაციის მიხედვით, ახლა ოკეანის სწრაფი გათბობისა და ყინულის შელფის დნობის მომსწრენი ვართ, რაც მთელი საუკუნის ბოლომდე არ შეჩერდება“, — ამბობს ნაუტენი.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებს ზღვის დონის აწევის ზუსტი გავლენების სიმულირება არ მოუხდენიათ, მაგრამ როგორც ნაუტენი ამბობს, „ყველა მიზეზია იმისა“, რომ საუკუნის ბოლომდე ზღვის დონემ ერთი მეტრით აიწიოს.

„დასავლეთ ანტარქტიდის შელფური მყინვარის დნობა კლიმატის ცვლილების ის შედეგია, რომელთან შეგუება და მორგებაც მოგვიწევს“, — ამბობს ნაუტენი.

ამჟმად, პლანეტაზე მრავალი მილიონი ადამიანი ცხოვრობს დაბალ სანაპირო ზონებში, რომლებიც ამის გამო ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

ფიზიკოსთა პროგნოზით, კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწა შეიძლება სრულ ქაოსში შევიდეს — #1tvმეცნიერება

მსგავსი: ფიზიკოსთა პროგნოზით, კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწა შეიძლება სრულ ქაოსში შევიდეს — #1tvმეცნიერება

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ფიზიკური ოკეანოგრაფის პროფესორი ალბერტო ნავეირა გარაბატო ამბობს, რომ ეს კვლევა „გამოსაფხიზლებელი“ უნდა იყოს.

„წარმოაჩენს, როგორ მიგვიყვანა ჩვენმა წარსულის არჩევანმა დასავლეთ ანტარქტიდის შელფური მყინვარის არსებით დნობასთან და ამით გამოწვეულ ზღვის დონის აწევასთან, რის გამოც, გარდაუვლად მოგვიწევს ამ ყველაფერთან შეგუება“, — აღნიშნავს გარაბატო.

მკვლევარი იქვე დასძენს, რომ ეს მაღვიძარას ზარი უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ სხვა მწვავე კლიმატური შედეგები, მათ შორის, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის შელფის დნობა, რომელიც ამჟამად უფრო სტაბილურად გამოიყურება.

კვლევის ავტორთა განცხადებით, სათბურის აირების ემისიების შემცირება ამ საუკუნეში დასავლეთ ანტარქტიდის შელფური მყინვარის დნობაზე დიდ გავლენას უკვე ვეღარ მოახდენს, რასაც თავის მხრივ, შეიძლება უფრო გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს პლანეტაზე.

კვლევა ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv. ge

Back to top button