ახალი ამბები
კიდევ ერთი საშინელი ავარიის პირველი კადრები: არის მსხვერპლი, დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ
ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
გავრცელდა საზარელი ავარიის პირველი კადრებიც.
წყარო: resonancedaily. com