ვინ არიან შეიხთა ცოლები – ოქროს მდინარე და შეზღუდული თავისუფლება – geonewest.com
საზოგადოებასაინტერესოსაკითხავი

ვინ არიან შეიხთა ცოლები – ოქროს მდინარე და შეზღუდული თავისუფლება

მათი ბედი დამოკიდებულია ოჯახის უფროსზე – ჯერ მამაზე, შემდეგ ქმარზე, მერე ვაჟიშვილზე ისლამურ სამყაროში ქალის ბედი სანატრელი არ არის, მაგრამ იქ სადაც ოქრო მდინარესავით მოედინება, ქალის ბედნიერებაც შესაძლებელია. ბევრ ისლამურ სახელმწიფოში ოჯახები გოგონებს განათლებას არ აძლევენ, ფიქრობენ, რომ ყურანიდან დაზეპირებული სურები მათთვის სავსებით საკმარისია. საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვაც აკრძალული აქვთ. მათი ბედი დამოკიდებულია ოჯახის უფროსზე – ჯერ მამაზე, შემდეგ ქმარზე, მერე ვაჟიშვილზე. მათ ყველაფერზე მამაკაცის თანხმობა სჭირდებათ ქვეყნიდან გასვლით დაწყებული, მაღაზიებში გასეირნებით დამთავრებული. განქორწინება თითქმის შეუძლებელია და პრაქტიკაშიც არ გვხვდება, რადგან კაცი დაუბრკოლებლად ქორწინდება მეორე, მესამე, მეოთხე ქალზე, თუმცა ყველა მათგანის უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს.

ბუნებრივია, გამონაკლისებიც არსებობენ, რადგან აღმოსავლეთი დიდია და დასავლური კულტურის გაზიარების ტენდენციაც არსებობს.

არაბულ სამყაროზე, მის ტრადიციებსა და კულტურაზე გამუდმებით მსჯელობენ, ამჯერად კი ქალებზე შევჩერდებით. წარმოგიდგენთ ეგზოტიკური სამყაროს ყველაზე კაშკაშა ქალებს – შეიხთა ცოლებს, რომელთა ცხოვრებას მთელი სამყაროს ქალები შენატრიან.

მისი უდიდებულესობა ხაი ბინტ ჰესეინ ალ მაკტუმი.

mshoblebi
mshoblebi

იორდანიის პრინცესა და დუბაის მმართველის მეორე ცოლი. ის იორდანიის მეფის ქალიშვილია, დედამისი მეფე ჰუსეინის მესამე ცოლი იყო. ის 39 წლისაა. განათლება ოქსფორდის უნიუვერსიტეტში მიიღო. 2004 წელს დუბაის მმართველს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს.

შეიხა ხაია საქველმოქმედო სამიანობას ეწევა, კერძოდ კი იორდანიაში შიმშილობას ებრძვის. გატაცებულია საცხენოსნო სპორტით. მისი ფოტოები მასმედიით სწორედ დოღზე დასწრების დროს ვრცელდება.

საუდის არაბეთის დედოფალი ფატიმა კულსუმ ზოჰარი

mshoblebi

საუდის არაბეთი ყველზე დახურული და რელიგიური სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ დედოფლის შესახებ ბოოგრაფიული ცნობები თითქმის არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფატიმა დედოფლად 2012 წელს გამოაცხადეს. მისი ფოტოებიც პრესაში მაშინ გავრცელდა.

მოსა ბინტ ნასერ ალ მისნედი ყატარის ემირის მესამე ცოლია და 55 წლისაა.

mshoblebi

ის ყატარში დაიბადა და ეგვიპტეში გაიზარდა. 18 წლისა მშობლებმა კვლავ ყატარში დაადბრუნეს, რათა სარფიანად გათხოვილიყო. მას 5 ვაჟი და 2 ქალიშვილიო ჰყავს. შეიხა მოსა ერთადერთი ქალია ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ქველმოქმედების ხაზით ქვეყნის პარლამენტში საქმიანობს. ის ჟურნალმა ფორბსმა 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა. ის არა მარტო ჭკვიანი და ძლიერი, არამედ ულამაზესი და ელეგანტური ქალია.

იორდანიის დედოფალი რანია ალ აბდულა 38 წლისაა.

mshoblebi

ის ქუვეითში, პალესტინურ ოჯახში დაიბადა. დაამთავრა კაიროში არსებული ამერიკული უნივერსიტეტი. ბანკსა და კომპანია Apple-ის იორდანიის ფილიალებში მუშაობის სტაჟიც აქვს.

მომავალიქმარი ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო. წყვილს 4 შვილი ჰყავს. მეფე აბდულამ ის დედოფლად 1999 წლის მარტში გამოაცხადა. ამ ცერემონიის გარეშე ის დედამთილის მსგავსად მხოლოდ პრინცესად დარჩებოდა. დედოფალი რანია ახლო აღმოსავლეთში ძალიან ცნობილი ქალია. დაკავებულია ქველმოქმედებით და ღარიბთა განათლების პრობლემით. 2011 წელს ჟურნალმა ჰარპერ ბაზარმა ის ყველაზე ლამაზ პირველ დედად დაასახელა.

საბიკა ბინტ იბრაჰიმ ალ ხალიფა ბაჰრეინის პრინცესაა.

mshoblebi

იგი ბაჰრეინის მეფის პირველი ცოლი და მემკვიდრის დედაა. ამავე დროს სამეფო ოჯახს ენათესავება კიდეც. წყვილს 4 შვილი ყყავს. საბიკა უმაღლეს საბჭოში ქალების საკითხებს განაგებს და მათი პირველი დამცველია ბაჰრეინში. მას კარგად ესმის ისლამურ სახელმწიფოში ქალის ხვედრი და თავგამოდებით იცავს მათ.

მაროკოს პრინცესა ლალა სალმა მეფე მოჰამედ მეექვსის პირველი ცოლია.

mshoblebi

ის მაროკოში დაიბადა. განათლებით სისტემური ინჟინერია. წყვილს 2 შვილი ჰყავს. თავის ”კოლეგებისგან” განსხვავებით, სალმა ქვეყნის სოციალურ სფეროში დიდად არ აქტიურობს. თუმცა კიბოს წინააღმდეგ მოძრაობაში აქტიურადაა ჩართული.

Back to top button