ქალი, რომელსაც ხუთი ქმარი ჰყავს ერთად და ერთი ბავშვი, რომელიც არ იცის ვისია
21 წლის რაჯო ვერმას ერთად ხუთი ქმარი ჰყავს და ისინი ძმები არიან. ისინი ყველა, ერთოთახიან ქოხში ერთად ცხოვრობენ. რაჯოს ჰყავს ერთი ბავშვი, რომელიც არც თვითონ იცის რომელი ძმისგან შეეძინა. მას მორიგეობით სძინავს სხვადასხვა ძმასთან, ამიტომაც გაურკვეველია მამის ვინაობა. რაჯოს ოფიციალური ქმარი 21 წლის გუდუა. ის ცოლს თავის ძმებს უპრობლემოდ “უნაწილებს” და სულაც არ ეჭვიანობს. გურუ ამბობს – “ჩვენ ყველას გვაქვს სექსი, მაგრამ არ ვეჭვიანობ, ჩვენ ერთი დიდი, ბედნიერი ოჯახი ვართ.”
გუდუ და რაჯო უკვე ოთხი წელია რაც ცოლ-ქმარი არიან. ისინი ჰინდის წესებით დაქორწინდნენ და მისი ქმარი მხოლოდ გუდუა, მაგრამ ქალს სხვა ძმებთან ურთიერთობა არავითარ პრობლემას არ უქმნის. გუდუს ძმები – ბაჯუ 32 წლისაა, სანტ რამი 28 -ის, გოპალი 26 -ის და დინეში 18-ის. უფროსმა ძმამ ბაჯუმ განაცხადა, რომ მას უყვარს ძმები და უნდა, რომ მის ცოლს მათთანაც ეძინოს. ძმებს ოჯახის ფუნქციებიც განაწილებული აქვთ. რაჯო სახლს ასუფთავებს და სადილს ამზადებს. ძმები გარეთ მუშაობენ. რაჯოს ოჯახიც პოლიანდრიის მიმდევარი იყო.(შეგახსენებთ, რომ პოლიანდრია მრავალქმრიანობას ნიშნავს). დედამისსაც სამი ქმარი ჰყავდა. რაჯო ამბობს, რომ როცა თხოვდებოდა, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ უნდა მიეღო ხუთივე მამაკაცი, როგორც ქმარი.
მათ არ აქვთ საწოლები. ყველა ერთად წევს იატაკზე გაშლილ საბნებზე.
რაჯო ამბობს, რომ ის ქმრების მიმართ უფრო მეტ სიყვარულს ი